წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა მოქმედებს შპს „ედუფეი“-ს (შემდგომში „კომპანია“ ან „ედუფეი“) ვებგვერდისა (https://edupay.ge/) (შემდგომში „ვებგვერდი“) და აპლიკაციისთვის (შემდგომში „აპლიკაცია“), რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში არსებული სასწავლებლების საფასურის ონლაინ დაფარვისა და მოსწავლეების დავალიანების ნახვის შესაძლებლობას (შემდგომში „მომსახურება“).
ამ გვერდის დანიშნულებას წარმოადგენს ვებგვერდის/აპლიკაციის ვიზიტორების/მომხმარებლების ინფორმირება ჩვენ მიერ პერსონალური ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და გამჟღავნების პოლიტიკის თაობაზე.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე დათანხმებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
თუ თქვენ (შემდგომში „მომხმარებელი/გადამხდელი“) რეგისტრირდებით ჩვენს აპლიკაციაში ან განაგრძობთ ვებგვერდის/აპლიკაციის გამოყენებას, ეს ნიშნავს, რომ თანხმობას აცხადებთ ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, გამოიყენება მომსახურების გასაუმჯობესებლად და თქვენთვის სხვადასხვა მარკეტინგული შეთავაზებების გამოსაგზავნად.
აპლიკაციაში რეგისტრაცია/ავტორიზაცია შესაძლებელია, ჩვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემების შედეგად ავტორიზაციის გავლის მეშვეობით.
პერსონალური ინფორმაციის მოპოვება კომპანიის მიერ შესაძლებელია თქვენ მიერ კომპანიის აპლიკაციაში რეგისტრაციის გარეშეც.
ინფორმაციის შეგროვება
აპლიკაციაში რეგისტრაციისას საჭირო იქნება, რომ წარმოადგინოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- სახელი და გვარი;
- პირადი ნომერი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელ. ფოსტის მისამართი;
- დაბადების თარიღი;
ჩვენი ვებგვერდით/აპლიკაციით/მომსახურებით სარგებლობისთვის, მას შემდეგ რაც თქვენ განახორციელებთ ტრანზაქციას კომპანია ინახავს:
- ტრანზაქციების ისტორია;
- რამდენჯერ მოხდა მოსწავლის პირადი ნომრით შემოწმება ვიზიტორის მიერ;
- და სხვა მსგავსი ინფორმაცია.
შესაძლოა, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი ინფორმაცია მოვიპოვოთ სხვა ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა: 1. სასწავლებელი – შესაძლოა, რომ თქვენ შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის მოწოდებული იყოს სკოლის მიერ. 2. სხვა წყაროები – ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა წყაროებიდან.
ვებგვერდით ან აპლიკაციით სწავლის საფასურის გადახდის განხორციელების შემდეგ, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ პერსონალურ ინფომრაციას:
- გადამხდელის სახელი და გვარი;
- პირადი ნომერი;
- გადახდილი თანხის ოდენობა;
- რომელი მოსწავლის სწავლის საფასურის გადახდა მოხდა;
- გადახდების ისტორია, მათ შორის კონკრეტული ტრანშის გადახდა;
- სასწავლებლის დასახელება, რომელშიც მოხდა გადასახადის გადახდა.
ინფორმაციის გამოყენება
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ, შევაგროვოთ ან/და გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, იმ მიზნით, რაც მოიცავს თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგი ჩამონათვალით:
- თქვენი იდენტიფიცირება და ვებგვერდით/აპლიკაციით სარგებლობა;
- თქვენი უზრუნველყოფა ჩვენი „მომსახურებით“, მათ შორის გადახდების ისტორიის შემოწმება და გადასახადის გადახდა;
- თქვენთან კომუნიკაცია, მათ შორის ჩვენს მომსახურებებში ცვლილებების შესახებ ინფორმირება;
- უსაფრთხოების და სათანადო გარემოს უზრუნველყოფა მომსახურების უსაფრთხო მოწოდებისთვის;
- კანონმდებლობის დაცვა და სასამართლო სარჩელების აღძვრა და დაცვა;
- თქვენთვის მომხმარებლის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- ჩვენი პირობების და პოლიტიკის განხორციელება;
- ჩვენი კომპანიის / ვებგვერდის / აპლიკაციის პოპულარიზაცია სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიებისთვის (მათ შორის ინფორმაციისა და მომხმარებლის კონტენტის გაზიარება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში);
- თქვენთვის მარკეტინგული ინფორმაციის გასაზიარებლად;
- სტატისტიკური და მომსახურების ანალიზის მიზნებისთვის.
მონაცემთა შეგროვება
თქვენ პირადად გვაწვდით იმ მონაცემების უმეტესობას, რომელსაც ვაგროვებთ. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს და ვამუშავებთ მათ, როდესაც თქვენ:
რეგისტრირდებით ონლაინ-რეჟიმში აპლკაციის მეშვეობით;
იხდით სწავლის საფასურს (ამ დროს ვინახავთ თქვენი გადახდების ისტორიასაც);
ამოწმებთ მოსწავლის გადახდების ისტორიას;
იყენებთ ან ათვალიერებთ ჩვენს ვებგვერდს თქვენი ბრაუზერის ქუქი-ფაილების მეშვეობით;
გვეკონტაქტებით ელ. ფოსტით ან ონლაინ ჩატის მეშვეობით;
თქვენი უფლებები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი მომხმარებელი ინფორმირებული იყოს ვებგვერდის/აპლიკაციის გამოყენების პოლიტიკასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ სრულყოფილად იცნობთ თქვენი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ თქვენს ყველა უფლებას. ყოველ მომხმარებელს აქვს უფლება შემდეგზე:
(ა) წვდომის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლები. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ შესაძლოა დაგაკისროთ მცირედი გადასახადი, რომელიც მოიცავს ასლების დამზადების საფასურს;
(ბ) გასწორების უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ, რომ შესწორდეს/შეივსოს ის ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით, არაზუსტი/არასრულია;
(გ) წაშლის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ნაწილის/სრულად წაშლა. აღნიშნული ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გადაწყდება ადმინისტრაციის მხრიდან;
(დ) დამუშავების შეზღუდვის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ, რომ შევზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. აღნიშნული ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გადაწყდება ადმინისტრაციის მხრიდან.
(ე) დამუშავების გაპროტესტების უფლება – თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ ჩვენი კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, განსაზღვრული პირობების დაცვით;
(ვ) მონაცემთა გადატანის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ, რომ ჩვენ მიერ შეგროვებული თქვენი მონაცემები გადავცეთ სხვა ორგანიზაციას ან უშუალოდ თქვენ, განსაზღვრული პირობების დაცვით;
ავტორიზაციის მონაცემები და ქუქი-ფაილები
გვსურს გაცნობოთ, რომ თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის/აპლიკაციის ყოველი ვიზიტისას, უფლებას ვიტოვებთ შევაგროვოთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენი ბრაუზერი გვიგზავნის და რომელსაც ავტორიზაციის მონაცემები ეწოდება. აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი კომპიუტერის ინტერნეტის პროტოკოლის („IP”) მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი „მომსახურების“ გვერდები, რომლებსაც სტუმრობთ, თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი და სხვა სტატისტიკური მონაცემები.
ქუქი-ფაილები წარმოადგენს ფაილებს მონაცემთა მცირე რაოდენობით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც ანონიმური უნიკალური იდენტიფიკატორები. ისინი იგზავნება თქვენს ბრაუზერში იმ ვებგვერდიდან, რომელშიც შედიხართ და ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე.
ჩვენი ვებგვერდი/აპლიკაციით აღნიშნულ ქუქი-ფაილებს იყენებს ინფორმაციის შესაგროვებლად და ჩვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად (მაგალითად, სისტემაში რომ დარჩეთ, შეიტყოთ, თუ როგორ ისარგებლოთ ჩვენი ვებგვერდით/აპლიკაციით და ა.შ.). თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, რომ მიიღოთ ან უარყოთ აღნიშნული ქუქი-ფაილები და შეიტყოთ, თუ როდის გამოეგზავნა ისინი თქვენს კომპიუტერს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ აირჩევთ ქუქი-ფაილების უარყოფას, შესაძლოა ვეღარ გამოიყენოთ ჩვენი „მომსახურების“ ზოგიერთი ნაწილი.
მომსახურების პროვაიდერები
ჩვენ შესაძლოა დავიქირავოთ მესამე პირ(ებ)ი (კომპანიები ან/და ფიზიკური პირები) შემდეგი მიზნებით:
- ჩვენი მომსახურების ხელშეწყობა;
- ჩვენი სახელით მომსახურების გაწევა;
- მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურებების განხორციელება;
- ან დახმარების გაწევა ჩვენი მომსახურების გამოყენების ანალიზში.
გვსურს შევატყობინოთ ჩვენი მომსახურების მომხმარებლებს, რომ აღნიშნულ მესამე პირებს აქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე. აღნიშნული წვდომის მიზანი ჩვენი სახელით მათთვის დაკისრებული დავალებების შესრულებაა. ამასთან, ისინი ვალდებულნი არიან არ გაამჟღავნონ ან/და არ გამოიყენონ ინფორმაცია ნებისმიერი სხვა მიზნით.
უსაფრთხოება და პერსონალური მონაცემების შენახვის პერიოდი
ჩვენ ვაფასებთ იმ ნდობას, რომელსაც პირადი ინფორმაციის მოწოდებისას გვიცხადებთ, ამიტომ, ვცდილობთ გამოვიყენოთ მის დასაცავად კომერციულად მისაღები საშუალებები. ამასთან, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით გადაცემის ან ელექტრონული შენახვის არცერთი მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო და საიმედო და შესაბამისად, აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას ვერ ვიძლევით.
ჩვენს ინფორმაციას, რომელიც მითითებულია განყოფილებაში „ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება“ და „მონაცემთა შეგროვება“ შევინახავთ განუსაზღვრელი ვადით, მანამ სანამ თქვენ არ მოითხოვთ აღნიშნული პერსონალური ინფორმაციის წაშლას.
სხვა ვებგვერდების ბმულები
ჩვენი ვებგვერდი/აპლიკაცია შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებგვერდების ბმულებს. თუ შეხვალთ მესამე პირის ბმულზე, გადამისამართდებით შესაბამის ვებგვერდზე. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვმართავთ ამ გარე ვებგვერდებს, ამიტომ, გირჩევთ, გადახედოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ არ ვაკონტროლებთ და პასუხისმგებელნი არ ვართ მესამე პირის ვებგვერდების თუ მომსახურებების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე ან პრაქტიკაზე.
ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა დროდადრო შესაძლოა განახლებას დაექვემდებაროს. შესაბამისად, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ ამ გვერდს და შეამოწმოთ, ხომ არ შესულა ცვლილებები. ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაცია თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე/აპლიკაციაში ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის განთავსების შემდგომ. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ამ ვებგვერდზე/აპლიკაციაში გამოქვეყნებისთანავე.
დაგვიკავშირდით
ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის ან შემოთავაზების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ როგორც ელექტრონული ფოსტის, ასევე ვებგვერდის/აპლიკაციის ონლაინ-ჩატის საშუალებით.
წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და კომპანია შპს „ედუფეი“-ს (შემდგომში „კომპანია“ ან „ედუფეი“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებს (შემდგომში „შეთანხმება“) და არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის ვებგვერდის (https://edupay.ge/) (შემდგომში „ვებგვერდი“) და აპლიკაციის (შემდგომში „აპლიკაცია“) გამოყენებას.
თქვენ (შემდგომში „მომხმარებელი“) აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ წინამდებარე ვებგვერდზე/აპლიკაციაში განთავსებულ ინფორმაციას იყენებთ მხოლოდ მოსწავლის საფასურის გადახდის მიზნით.
თქვენ კითხულობთ „წესებსა და პირობებს“, რომლებიც მართავს ურთიერთობას და ასრულებს შეთანხმების როლს თქვენსა და ჩვენ შორის, აგრეთვე ადგენს პირობებს, რომელთა მიხედვით შეგიძლიათ წვდომა იქონიოთ ვებგვერდზე/აპლიკაციაზე და ისარგებლოთ მისი მომსახურებით.
ვებგვერდით/აპლიკაციით სარგებლობამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე პირობები და დარწმუნდეთ, რომ გესმით და ეთანხმებით ამ პირობებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს ვებგვერდის გამოყენებით/აპლიკაციაში დარეგისტრირებით ან/და მისი გამოყენებით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას, რომ შეიბოჭოთ თავი ამ პირობებით. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, თქვენ არ უნდა დარეგისტრირდეთ აპლიკაციაში და არ უნდა ისარგებლოთ ვებგვერდის/აპლიკაციის მიერ შემოთავაზებული მომსახურების პირობებით. თუ თქვენ განაგრძობთ ვებგვერდის/აპლიკაციის გამოყენებას, მათ შორის, მოიძიებთ ინფორმაციას რომელიმე მოსწავლის სწავლის საფასურის შესახებ ან გადაიხდით რომელიმე მოსწავლის სწავლის საფასურს, ჩვენ თქვენს ქმედებას ჩავთვლით ამ პირობებზე თანხმობად.
რეგისტრაცია
ჩვენს აპლიკაციაში რეგისტრაცია შესაძლებელია ფიზიკური პირებისთვის. ჩვენს აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის და მომსახურების მისაღებად ვებგვერდი მოგთხოვთ პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას. კერძოდ, თუ სასწავლებელმა უკვე არ დაგარეგისტრირათ ჩვენს აპლიკაციაში, უნდა მოგვაწოდოთ თქვენი და მოსწავლის ნამდვილი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მომხმარებლის სახელი და პაროლი რეგისტრაციისთვის, პირადი ნომერი და სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია, მითითებისამებრ. შესაძლებელია, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოვიპოვოთ სასწავლებლისგანაც.
როდესაც ვებგვერდით/აპლიკაციით სარგებლობთ ან აგზავნით ელექტრონულ შეტყობინებას სარგებლობის მიზნით, თქვენ ამყარებთ ელექტრონულ კომუნიკაციას ჩვენთან. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ თქვენთან კომუნიკაცია განვახორციელოთ ელექტრონულად. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ყველა შეთანხმება, შეტყობინება, გამჟღავნება და სხვა კომუნიკაცია, რომელსაც გაწვდით ელექტრონულად, აკმაყოფილებს ნებისმიერ სამართლებრივ მოთხოვნას რომლის თანახმად ამგვარი კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს წერილობით. იმისათვის, რომ ჩვენ თქვენთან კომუნიკაცია განვახორციელოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აუცილებელია, რომ დაგვიკავშირდეთ იმ ელ. ფოსტიდან, რომელიც დაარეგისტრირეთ თქვენი მომხმარებლის რეგისტრაციისას, ან დაგვიდასტუროთ თქვენი ვინაობა სხვა რაიმე ფორმით. აღნიშნული ფორმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნება განსაზღვრული.
თქვენ ეთანხმებით, რომ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი (ჩვენი და სხვების წინაშე) იმ მოქმედებებისთვის, რომლებიც ხორციელდება თქვენს ანგარიშზე. ანგარიშის შექმნისას უნდა უზრუნველყოთ ზუსტი ინფორმაციის მოწოდება თქვენ შესახებ და უნდა შექმნათ მხოლოდ ერთი ანგარიში მკაცრად განსაზღვრული პერსონალური მიზნებისთვის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ ანგარიში, ან შეგიზღუდოთ წვდომა თქვენს ანგარიშზე გარკვეული პირობებით/ვადით ნებისმიერ დროს, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ არ დააკმაყოფილებთ წინამდებარე „წესებისა და პირობების“ რომელიმე დებულებას, ან თქვენს ანგარიშზე შენიშნული იქნება მოქმედებები, რომლებიც ჩვენი ერთპიროვნული შეხედულებით, შესაძლოა ზიანს აყენებდეს ან ზიანი მიაყენოს მესამე მხარეს, ან ლახავდეს და არღვევდეს ამ უკანასკნელის უფლებებს ან ირღვეოდეს მოქმედი კანონმდებლობა და რეგულაციები.
პასუხისმგებლობა წვდომაზე
ჩვენ შეიძლება მოგანიჭოთ პაროლი და საიდენტიფიკაციო ანგარიში, რათა გაგიაქტიურდეთ წვდომა ჩვენი ვებგვერდის/აპლიკაციის გარკვეულ ნაწილზე და მოგცეთ მისი გამოყენების შესაძლებლობა. ყოველთვის, როდესაც იყენებთ პაროლს ან იდენტიფიკაციის ანგარიშს ან/და იყენებთ ვებგვერდის/აპლიკაციის ნებისმიერ მომსახურებას, მიიჩნევა, რომ უფლებამოსილი ხართ წვდომა იქონიოთ ვებგვერდზე/აპლიკაციაზე და გამოიყენოთ ის ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად, და ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, გამოვიკვლიოთ ვებგვერდზე/აპლიკაციაზე ნებისმიერი ასეთი წვდომის ან მისი გამოყენების წყაროს უფლებამოსილება.
თქვენ ერთპიროვნულად იქნებით პასუხისმგებელი ამ ვებგვერდის/აპლიკაციის ყველა წვდომასა და გამოყენებაზე ნებისმიერი პირის მიერ, რომელიც სარგებლობს თავდაპირველად თქვენთვის მონიჭებული პაროლით და იდენტიფიკაციით, მიუხედავად იმისა, ამგვარი წვდომა და გამოყენება ნებადართულია თუ არა თქვენ მიერ, რაც მათ შორის და არა მხოლოდ, ეხება ყველა კომუნიკაციას, ასევე ყველა ვალდებულებას, რომელიც წარმოიშობა ამგვარი წვდომის ან გამოყენების მეშვეობით.
თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენთვის მონიჭებული პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალურად შენახვაზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ თქვენი პაროლის ან იდენტიფიკაციის ანგარიშის არაავტორიზებული გამოყენების შესახებ ან ამ ვებგვერდის/აპლიკაციის უსაფრთხოების ნებისმიერი სხვა დარღვევის ან დარღვევის საფრთხის შესახებ.
გამოქვეყნებული კონტენტი
ამ ვებგვერდზე/აპლიკაციაში გამოქვეყნებული კონტენტი განკუთვნილია ჩვენი მომსახურების უზრუნველყოფისა და ინფორმაციის მიღების მიზნებისათვის. ამ ვებგვერდზე/აპლიკაციაში გამოქვეყნებული კონტენტი იძლევა საშუალებას, რომ LIVE რეჟიმში შემოწმდეს მოსწავლის სტატუსები, შესაძლებლობას გაძლევთ, იხილოთ გადახდის დეტალები და ჩამოწეროთ ქვითარი. გადამხდელს აქვს საშუალება, რომ შეამოწმოს მიმდინარე დავალიანება და გადახდის გრაფიკი, რის შემდეგაც მისი სურვილის შემთხვევაში, შეუძლია დაფაროს სწავლის გადასახადის საფასური ბარათით ან მომენტალური ონლაინ განვადებით.
თუ ჩვენი კონტენტი შეიცავს მესამე პირების მიერ წარმოდგენილ სხვა გვერდების ბმულებს და რესურსებს, მათ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვთ. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ აღნიშნული გვერდებისა და რესურსების კონტენტებს. ამგვარი ბმულები არ უნდა იქნეს აღქმული როგორც ჩვენ მიერ სანქცირებული ვებგვერდები ან ინფორმაცია, რომელსაც მათი მეშვეობით მოიპოვებთ.
მომსახურების აღწერილობა
თქვენ გაქვთ საშუალება, რომ LIVE რეჟიმში შემოწმდეს მოსწავლის სტატუსები, შესაძლებლობა გეძლევათ, რომ იხილოთ გადახდის დეტალები და ჩამოწეროთ ქვითარი. გადამხდელს აქვს საშუალება, რომ შეამოწმოს მიმდინარე დავალიანება და გადახდის გრაფიკი, რის შემდეგაც მისი სურვილის შემთხვევაში, შეუძლია დაფაროს სწავლის გადასახადის საფასური ბარათით ან მომენტალური ონლაინ განვადებით.
გადახდის პოლიტიკა
როდესაც დააწვებით ღილაკს „გადახდა“ ჩვენ ამით გადმოგვცემთ გარკვეულ უფლებამოსილებებს, რომელთა შორის არის თქვენ მიერ გადახდილი თანხის სკოლის ანგარიშზე ჩარიცხვა. თქვენ არ უნდა გადაიხადოთ სწავლის საფასური, მანამ სანამ არ გაეცნობით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
როგორც კი განახორციელებთ გადახდას, ითვლება, რომ თქვენ წაიკითხეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ამგვარი სწავლის გადასახადის გადახდისთვის და ამასთანავე დაეთანხმეთ მას. თუ რაიმე შეკითხვა ან შენიშვნა გაქვთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მანამ სანამ განახორციელებთ გადახდას.
გადახდის ოფციები და საფასური
ყველა ტრანზაქცია განხორციელდება ქართულ ლარში. გადახდა განხორციელდება საკრედიტო ბარათების, კერძოდ, MasterCard, Visa და Amex ბარათების მეშვეობით. როდესაც თქვენ იხდით სწავლის საფასურს, სწავლის საფასურთან ერთად იხდით საკომისიოს ყოველი გადახდისთვის, რომელიც ავტომატურად დაემატება სწავლის საფასურს. „გადახდის“ ღილაკზე დაჭერით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ დაფაროთ „ედუფეის“ ვებგვერდით/აპლიკაციით სარგებლობის საკომისიოც.
თქვენ როდესაც განახორციელებთ ვებგვერდზე/აპლიკაციაში გადახდას და შეიყვანთ ბარათის მონაცემებს, თქვენი საბანკო მონაცემები ავტომატურად ინახება ეროვნული ბამკის მიერ ლიცენზირებული გადახდის სერვისის პროვაიდერ კომპანიის, კერძოდ შპს „ქლეარდ სისტემს“ (ს/ნ 405258661)-ის დაცულ სერვერებზე. აპლიკაცია თქვენთვის მომსახურების გამარტივების მიზნით ავტომატურად ინახავს ბარათის ბოლო ოთხ ციფრს.
მარკეტინგული შეთავაზებები
წინამდებარე აპლიკაციაში რეგისტრაციით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ კომპანია „ედუფეი“-სგან ან მასთან აფილირებული პირებისგან მიიღოთ მარკეტინგული შეთავაზებები როგორც ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის, ასევე აპლიკაციის ანგარიშის მეშვეობით.
ამასთანავე, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი ელ.ფოსტით/ტელეფონით დარეგისტრირებულ სოციალურ ქსელებში მიიღოთ მარკეტინგული შეთავაზებები.
ინტელექტუალური საკუთრება
ჩვენ პატივს ვცემთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და თქვენგანაც იგივეს მოვითხოვთ. ვებგვერდზე/აპლიკაციაში შესვლისა და გამოყენების პირობას წარმოადგენს თქვენი თანხმობა, რომ არ დაარღვევთ კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.
ყველანაირი კონტენტი რაც განთავსებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას და თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ უფლებამოსილი პირების თანხმობის გარეშე გამოიყენოთ, გაავრცელოთ, ან დაარღვიოთ სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. ასეთი კონტენტი შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ კონტენტს, მათ შორის ფოტოს, ვიდეოს, ვებგვერდის/აპლიკაციის პასუხებს, განთავსებულ ინფორმაციას და ა.შ.
ყველა ტექსტი, გრაფიკა, ღილაკის ნახატი, გამოსახულება, აუდიოკლიპი და პროგრამა ექსკლუზიურად ეკუთვნის „ედუფეის“ ან მასთან აფილირებულ პირებს. გვერდის („კომპილაციის“) ყველა კონტენტის შეგროვების, მოწყობის და აწყობის ექსკლუზიური უფლება აქვს „ედუფეის“ ან მასთან აფილირებულ პირებს. ვებგვერდზე/აპლიკაციაში გამოყენებული ყველა პროგრამა (“პროგრამული უზრუნველყოფა”) წარმოადგენს „ედუფეის“ ან მასთან აფილირებული კომპანიების ან მისი პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების საკუთრებას. კონტენტი, კომპილაცია და პროგრამული უზრუნველყოფა დაცულია საქართველოს და საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონებით.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე „წესებსა და პირობებზე“ თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ვებგვერდის/აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ჩვენი მეთოდების უკეთ აღსაქმელად, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც ასევე მართავს თქვენს ვიზიტებს ამ ვებგვერდზე/აპლიკაციაში.
შეწყვეტა და შეწყვეტის გავლენა
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ თქვენ მიმართ ნებისმიერი სამართლებრივი და პროპორციული დაცვის საშუალებება, მათ შორის, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე შეგიწყვიტოთ წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით ედუფეისა და თქვენ შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა ან გამოვიხმოთ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მონიჭებული ნებისმიერი ან ყველა უფლება. წინამდებარე ურთიერთობის შეწყვეტისთანავე, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ვებგვერდზე/აპლიკაციაზე ყველა წვდომა და მისი გამოყენება და ჩვენ, სხვა ნებისმიერ სამართლებრივ და საპირწონე დაცვის საშუალებებთან ერთად, დაუყოვნებლივ გავაუქმებთ თქვენთვის გაცემულ პაროლებსა და ანგარიშების საიდენტიფიკაციო მონაცემებს და შეგიწყვეტთ ამ ვებგვერდზე/აპლიკაციაზე წვდომას მთლიანად ან ნაწილობრივ და მისი გამოყენების შესაძლებლობას. წინამდებარე ურთიერთობის ნებისმიერი შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს მხარეთა შესაბამის უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოშობილია შეწყვეტის თარიღამდე.
ბმულები
მოცემული ვებგვერდი/აპლიკაცია შეიძლება შეიცავდეს ინტერნეტის სხვა ვებგვერდების ბმულებს, რომლებიც მესამე მხარეების საკუთრებაა. თქვენ აცნობიერებთ, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ნებისმიერი ამგვარი ვებგვერდის მუშაობაზე ან მათზე ან მათი საშუალებით განთავსებულ კონტენტზე.
დაცვის საშუალებები
თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენი სამართლებრივი დაცვის საშუალებები ხელშეკრულების ნებისმიერი ფაქტობრივი ან საფრთხის შემცველი დარღვევისთვის შესაძლოა არასაკმარისი იყოს და ვისარგებლებთ სასამართლო აკრძალვის კონკრეტული განხორციელების უფლებით ან ორივე მათგანით – ზიანის მოყენების შემთხვევაშიც, რომლის ანაზღაურების კანონიერი უფლება გვექნება, დავის ნებისმიერი ფორმით გადაჭრის გონივრულ ხარჯებთან ერთად, მათ შორის, ადვოკატის ჰონორარისაც, შეუზღუდავი ოდენობით. ჩვენი არცერთი სამართლებრივი დაცვის საშუალება არ წარმოადგენს ექსკლუზიურს სხვა ნებისმიერ უფლებასთან მიმართებაში, იქნება ეს კანონიერი თუ სამართლიანი, მათ შორის, შეუზღუდავად, სასამართლო აკრძალვები ზიანის ანაზღაურებაზე; მოსაკრებლები და ხარჯები. არანაირი შემთხვევა ან ჩვენ მიერ უარის თქმა უფლებებზე ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე ამ პირობების თანახმად, არ გვაკისრებს მსგავსი ან სხვა უარის რაიმე ვალდებულებას სამომავლოდ.
გამოყენებადი სამართლებრივი ნორმა
ვებგვერდის/აპლიკაციის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, რომ საქართველოს ყველა შესაბამისი საკანონმდებლო აქტი, სამართლის კონფლიქტის პრინციპის გათვალისწინების გარეშე, განაგებს გამოყენების პირობებსა და ნებისმიერ დავას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და ჩვენ შორის.
საჩივარი და პრეტენზიები
თქვენ შეგიძლიათ, რომ ნებისმიერი შეკითხვით, საჩივრით ან პრეტენზიით მოგვმართოთ ელ. ფოსტით, აპლიკაციაში არსებული ანგარიშისა და ასევე ვებგვერდის/აპლიკაციის ჩატის მეშვეობით.
დავები
ნებისმიერი დავა ან პრეტენზია, რომელიც გამომდინარეობს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან ჩვენი ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით გავრცელებული მომსახურებების გამოყენებიდან, გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ.
ვებგვერდზე განთავსებულ დებულებათა ავტონომიურობა
თუ ვებგვერდზე/აპლიკაციაში განთავსებულ დებულებათაგან რომელიმე ჩაითვლება ძალადაკარგულად, ბათილად ან რაიმე მიზეზით განუხორციელებლად, მოცემული პირობა განიხილება ინდივიდუალურად და არ იმოქმედებს სხვა დებულების ნამდვილობასა და განხორციელებაზე.
ცვლილებები პირობებში
ჩვენ დროდადრო ვცვლით წინამდებარე პირობებს, მაგალითად, როდესაც ჩვენი „მომსახურებების“ ფუნქციონალურობას ვანახლებთ ან ნორმატიული ცვლილებები ხორციელდება. შესაბამისად, გირჩევთ, პერიოდულად გადახედოთ ამ გვერდს და შეამოწმოთ, ხომ არ შესულა ცვლილებები. ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციას თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ამ გვერდზე ახალი „პირობების“ განთავსებით. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ამ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.