რატომ უნდა გადაიხადო ედუფეიდან?

ჩვენი პლატფორმა, სხვა გადახდის არხებისგან განსხვავებით, საშუალებას გაძლევთ, შეამოწმოთ სასწავლებელში არსებული მიმდინარე დავალიანება და გადახდის გრაფიკი მომენტალურად, სურვილის შემთხვევაში კი დაფაროთ ის VISA, Mastercard და American Express-ის ბარათებით. ედუფეის გუნდი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შექმნაზე, რაშიც იგულისხმება გადახდის რაც შეიძლება მოკლე დროში და კომფორტულად შესრულება.

ჩვენმა გუნდმა მოკლე დროში უკვე შეძლო არაერთი ცნობილი სასწავლებლის განთავსება პლატფორმაზე, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, მალე ედუფეიზე უფრო მეტი მომხმარებელი იხილავს საკუთარ სასწავლებელს და შეძლებს სწავლის გადასახადთან დაკავშირებული პროცესების გამარტივებას.

რატომ ედუფეი?

მარტივია

სწავლის გადასახადის დასაფარად მხოლოდ 3 ნაბიჯია საჭირო: ID კოდის ჩაწერა, სასურველი დავალიანების მონიშვნა და ბარათის მონაცემების შეყვანა

კომფორტულია

ერთი ოპერაციით შესაძლებელია ყველა თქვენთვის სასურველ სასწავლებელში ერთდროულად სწავლის საფასურის გადახდა სხვადასხვა ვალუტაში

სწრაფია

ედუფეით გადახდილ თანხას სასწავლებელი მომენტალურად დაინახავს და არ შეგექმნებათ გადახდის დაგვიანებით წარმოშობილი დისკომფორტი